ENG
 

კუნძული კრეტა - პირდაპირი რეისი !

კომპანია ჰარმონია  გთავაზობთ ზაფხულის მზინი დღეების გატარებას საბერძნეთის ყველაზე დიდ კუნძულ - კრეტაზე, სადაც ლაჟვარდისფერი ზღვა, სასიამოვნო კლიმატი, უგემრიელესი ადგილობრივი სამზარეულო, კრეტული კულტურა და ისტორია დასვენების შესანიშნავ გარემოს ქმნის. კუნძული კრეტა არის ადგილი, სადაც მარტივად დაემალებით ქალაქის ხმაურსა და ცხოვრების სწრაფ ტემპს და შესაძლებლობა გექნებათ ზაფხულის ცხელ დღეებში გაგრილდეთ რამდენიმე ზღვის კამკამა წყალში.

     

 

ჩვენ გთავაზობთ კუნძულის საუკეთესო სასტუმროებს და დაუვიწყარ დასვენებას.

ჩარტერული რეისები 16 ივნისიდან

ფასი: 368  ევროდან (ერთ ადამიანზე)

ღირებულებაში შედის:

·         ავიაბილეთები

·         აეროპორტში დახვედრა -გაცილება

·         6 ღამე / 7 დღე სასტუმროში

·         სამოგზაურო დაზღვევა

·         რუსულენოვანი გიდის მომსახურება

ღირებულებაში არ შედის ვიზის ღირებულება.

 

 

 

 

კრეტაზე მოხვედრის შემთხვევაში, შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ძველ ბერძნულ კულტურას. ბერძნული მითოლოგიების დიდი ნაწილი სწორედ კრეტასთანაა დაკავშირებული. თქვენ შეძლებთ მოინახულოთ სხვადასხვა მუზეუმი, დატკბეთ ულამაზესი ხედებით და მოიწყოთ დაუვიწყარი დასვენების დღეები.

კრეტაზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ:

Ø  ირაკლიონის არქეოლოგიური მუზეუმი

უნძულის დედაქალაქის, ირაკლიონის, არქეოლოგიური მუზეუმი გვთავაზობს 3.400 წლის წინანდელ ხელოვნების და კულტურის საგანძურს. მნახველი აღფრთოვანებით და გაოცებით გაეცნობა ისტორიულ საგანძურსგემების მოდელებს, სახლების ფასადებსა დ სამკაულებს.  

 

Ø  კნოსოსნის სასახლე

კრეტაზე მშვენიერი სანახაობაა კნოსოსის სასახლე. ასწლეულების მანძილზე კნოსოსის სასახლეს ბორცვი ფარავდა. სასახლეს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია ბეტონით, თაბაშირით და საღებავებით.  ამ უძველეს კულტურულ ძეგლს პირვანდელი ელფერი დაუბრუნა და ასე იქცა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სანახაობად კრეტაზე.

   

 

 

 

Ø  არკადის მონასტერი

მონასტერი კრეტის უმნიშვნელოვანესი ეროვნული ძეგლია. მონასტრის სახელწოდება დასტურდება მე-14 საუკუნის წარწერით. ორნავიანი, რენესანსის ელემენტების შემცველი ბაზილიკა 1587 წელს აიგო ძველი ეკლესიის ადგილას.  

 

Ø  პრეველის მონასტერი

პრეველის მამათა მონასტერი მდებარეობს კრეტის სამხრეთით. მონასტერი წარმოადგენს კრეტის ნახევრადავტონომიურ ეკლესიას, რომელიც კონსტანტინეპოლის პატრიარქს ექვემდებარება და 1913 წლიდან საბერძნეთის ეკლესიასთან ასოცირდება.

Ø  აია ნოკოლაუსი

აია ნიკოლაუსი იყო აგრარული ქალაქი კრეტას ჩრდილოეთ კუნძულზე. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია. ქალაქის სახელი წარმოდგება აია ნიკოლაუსის ეკლესიისგან, რომელიც X საუკუნით თარიღდება.

 

 

Ø  გეორგიოპოლისი

გეორგიოუპოლისი მდებარეობს კრეტის ჩრდილო-დასავლეთით. მეთევზეების პატარა დასახლება წლების განმავლობაში გადაიქცა ტურისტულ ზონადსანაპიროზე და აღმოსავლეთ ნაწილში სასტუმროთა კომპლექსები აშენდა.  

Ø  ლოუტრო

ლოუტრო პატარა ნავსადგურია კრეტის სამხრეთ კუნძულზე. ის ძალიან მიმზიდველი და მყუდროა, რადგან აქ მოხვედრა მხოლოდ ნავით ან ფეხით შეიძლება. ასეთი განმარტოებულობა და ავტომანქანების არყოფნა ლოუტროს განტვირთვის და დასვენების ადგილად აქცევს. რესტორნების, ბარების, სასტუმროების უმეტესობა მდებარეობს წყლის პირას. უდიდესი სიამოვნებაა აქ საღამოს გატარება. სანაპირო მდებარებოს ყურეში.

Ø  მატალა

მატალა მდებარეობს კუნძულ კრეტას სამხრეთით. ის ცნობილია თავისი გამოქვაბულებით. ყურის სამხრეთით არის მატალას ცენტრი, სადაც არის რესტორნები, ბარები, მაღაზიები. ბევრი მათგანი წლის ნაპირთან მდებარეობს და ზღვის და გამოქვაბულების მშვენიერ ხედს გვთავაზობს.

Ø  პალეოხორა

პალეოხორა მდებარეობს კრეტის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აქ არ არის სასტუმროთა კომპლექსები და ბევრი მაღაზი. დასავლეთით არის გრძელი ლამაზი ქვიშიანი პლაჟი, აღმოსავლეთით - ქვიანი სანაპირო. პალეოხორა არის საუკეთესო ადგილი ექსკურსიების მოსაწყობად.

Ø  პლაკიასი

პლაკიასი მდებარეობს კრეტის სამხრეთ ქვიშიან სანაპიროზე ზღვის პირას და დიდი მთებით არის გარშემორტყმული. მთავარი ქუჩა ზღვას მიუყვება. აქ არის ბევრი რესტორანი, ბარი, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება.

შეკვეთა

  Copyright © Company HARMONY. All rights reserved created by WebMix