|
ენა: გერმანული
ვალუტა: ევრო, ავსტრიული შილინგი
დედაქალაქი: ვენა
ავსტრია პოპულარულ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. მთის ჰაერი, სუფთა
ტბები, ულამაზესი სოფლები და ძველი ქალაქები თავისი არქიტექტურით მოგზაურთა
ინტერესს იწვევს. დათოვლილი მთების ფონზე ულამაზესი არქიტექტურული ძეგლები
არაჩვეულებრივ ეფექტს ქმნის. რენესანსის, ბაროკოს და როკოკოს სტილის ხუროთმოძღვრული
ძეგლები ავსტრიის სავიზოტო სახეა.
ზაფხული ფესტივალების დროა. ზალცბურგის მუსიკის ფესტივალი ათასობით
თაყვანისმცემელს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც მოისმენთ მოცარტის
არაჩვეულებრივ მუსიკას.
ზამთრის კურორტები ცნობილია სათხილამურო ტრასებით. აქ დაგხვდებათ თბილი და
მეგობრული გარემო, შეგიძლიათ ისეირნოთ ცხენებით.
|