ENG
 

საცხენოსნო ტურები (გურია)

გურიის მთების დასათვალიერებლად საუკეთესო საშუალებაა 3- 5 დღიანი საცხენოსნო ტურები, კარგად გახედნილი ცხენებით და გამოცდილი ადგილობრივი გამყოლების თანხლებით.

საუკეთესო მარშრუტებია ბახმაროს და გომის მთები. ერთდროულად შეგიძლიათ იგუნდაოთ და იბანაოთ ჭინჭაოს ტბაზე, გაეცნოთ ადგილობრივ კულტურას და ტრადიციებს, მოიხიბლოთ საოცარი ბუნებით, დააგემოვნოთ მთის ნატურალური კერძები.

ტური შედგება მინიმუმ 8, მაქსიმუმ 12 ადამიანისგან.

ტური იწყება ქ. ფოთიდან, ცხენებით გასავლელი ყოველდღიური მარშრუტი საშუალოდ 20 კმ, ღამის თევა ადგილობრივ მოსახლეობაში, ან კარვებში.

ფასი:
3 დღიანი ტური - 1 ადამიანის ღირებულება 300 ლარი

4 დღიანი ტური - 1 ადამიანის ღირებულება 350 ლარი

5 დღიანი ტური - 1 ადამიანის ღირებულება 400 ლარი

ირებულებაში შედის: ღამისთევა, 2-ჯერადი კვება, ტრანსპორტირება უკანა გზაზე ფოთამდე.

შეკვეთა

  Copyright © Company HARMONY. All rights reserved created by WebMix