ENG
 
საქართველოს რუქა

კალენდარი  

საქართველოს შესახებ

დედაქალაქი: თბილისი
ტერიტორია: 69.700 კვ.მ
მოსახლეობა: 4.5 მილიონი
ენა: ქართული (და შერეული)
ვალუტა: 1 ლარი = 100 თეთრი

საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთი, სამხრეთით თურქეთი, აღმოსავლეთით სომხეთი და აზერბაიჯანი და დასავლეთით შავი ზღვა. იგი გამოირჩევა მრავალფეროვანი რელიეფით. მთიან ლადშაფტს ესაზღვრება ასევე რელიეფური ვაკე და ზღვის სანაპირო ზოლი. ტერიტორია უხვია დიდი და პატარა მდინარეებით. უმაღლესი მწვერვალია შხარა (5. 201 მ), ყველაზე დაბალი ტერიტორია შავი ზღვა.

საქართველო ხასიათდება სუპტროპიკული და კონტინენტალური კლიმატით. საშუალო ტემპერატურა წლის განმავლობაში:  ზაფხულში  +25-30 გრადუსი-ცელსიუსია, ზამთარში –5 და +10 გრადუსი-ცელსიუსი.

საქართველო უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაა, სადაც დღემდეა შემორჩენილი უძველესი ტრადიციები და კულტურული ძეგლები.  საუკუნეების მანძილზე, მიუხედავად დაპყრობითი ომებისა,  იგი იყო შუა აზიის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი.

თბილისი გამოირჩევა მრავალსაუკუნოვანი ხუროთმოძღვრული ძეგლების სიმრავლით, სადაც მოისმენთ უძველეს ქართულ საგალობლებს. უძველეს არქიტექტურასთან შერწყმულია თანამედროვე არქიტექტურის საუკეთესო ნომუშები.:  ოპერის თეატრი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, რუსთაველის და მარჯანიშვილის  თეატრი და ა.შ

საქართველო ღვინის სამშობლოა. ქართულ ღვინოში ასახულია ქართველი ხალხის ისტორია, მისი ტრადიციები და კულტურა. ქართული ღვინო სტუმართმოყვარეობის და მეგობრობის სიმბოლოა.  საქართველოს განმანათლებელი წმინდა ნინო საქართველოში ვაზის ჯვრით შემოვიდა და ეს ჯვარი რჩება საქართველოს ქრისტიანული რწმენის სიმბოლოდ.

საქართველოში მრავალი ბუნებრივი ღირშესანიშნაობებია:  ტბები, ხეობები, ჩანჩქერები, მყინვარები, გამოქვაბულები, რომლებიც ტურისტების ყურადღება იპყრობს. იგი მდიდარია მიწისქვეშა მინერალური წყლებით, როგორიცაა საქვეყნოდ ცნობილი ბორჯომი, საირმე, ნუნისი, ნაბეღლავი და ა.შ.

კურორტების ძირითადი ნაწილი მთიან და ზღვისპირა რაიონებში მდებარეობს, რომლებიც გამოირჩევა ჯანსაღი კლიმატით და ლამაზი ლანდშაფტით. დასვენებას ხელს უწყობს ზაფხულის ზომიერი ტემპერატურა და სუფთა ჰაერი.

ზღვის სანაპირო ზოლი გამოირჩევა მოხერხებული პლიაჟებით და ნოტიო სუპტროპიკული ჰავით. მთის ზონა ყურადღებას იპყრობს არაჩვეულებრივი ფლორით, ფაუნით და სამკურნალო წყლებით. ზამთარი აქ საუკეთესო სათხილამურო სეზონს გპირდებათ.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში


  Copyright © Company HARMONY. All rights reserved created by WebMix