|
სასტუმრო ინტურისტ პალასი მაღალი კლასის, კომფორტული სასტუმროა, რომელიც
მდებარეობს ბათუმის ცენტრში, ბულვართან ახლოს, 100 მეტრში ზღვის სანაპიროდან. სასტუმრო უმაღლესი დონის მომსახურეობას გთავაზობთ. სასტუმროში 146 კომფორტული აპარტამენტია. ნომრები აღჭურვილია ინდივიდუალური სველი წერტილებით, სატელიტური ტელევიზიით, კონდენციონერით, ტელეფონით, მინიბარით. შეგიძლიათ ისარგებლოთ ღია და დახურული აუზით, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრით, აერობიკით, სილამაზის სალონით, საბავშვო ოთახით, დისკოთეკით, სხვადასხვა ტიპის რესტორნებით, კერძო პლაჟით. სასტუმრო ინტურისტ პალასი გთავაზობთ სრული სერვისით უზრუნველყოფილ 200 და 25 ადამიანზე გათვლილ 2 საკონფერენციო დარბაზს.
ღირებულებაში შედის: ნომერი ორჯერადი კვებით, 18 % გადასახადი საკონფერენციო პატარა დარბაზი: 160 USD (ნახევარი დღე), 310 USD (მთელი დღე) საკონფერენციო დიდი დარბაზი: 310 USD (ნახევარი დღე), 610 USD (მთელი დღე) ღირებულებაში შედის ტექნიკური მომსახურება. შეკვეთა |
|