|
ენა: ინგლისური
ვალუტა: ფუნტი სტერლინგი
დედაქალაქი: ლონდონი
ინგლისი კლასიკური დასვენების მოყვარულთათვის არაჩვეულებრივი
დასასვენებელი ადგილია. ინგლისის, უელსის და შოტლანდიის ცვალებადი პანორამა,
უალმაზესი ლანდშაფტი უამრავ დამსვენებელს იზიდავს წლის განმავლობაში. აქ შეგხვდებათ
უძველესი ციხესიმაგრეები, ტრადიციული სოფლები და ქალაქები, მრავალრიცხოვანი
ღირშესანიშნაობები.
ცენტრალური ინგლისი დასვენებისთვის არაჩვეულებრივ პირობებს გთავაზობთ. აქ
მოინახულებთ უძველეს საგრაფოებს ულამაზესი პეიზაჟით და მდიდარი მემკვიდრეობით.
ლონდონი ცნობილია მრავალრიცხოვანი ღირშესანიშნაობებით, პირველი კლასის
მაღაზიებით, რესტორნებით, თეატრებით, საგამოფენო დარბაზებით, დასასვენებელი
პარკებით.
ზღაპრულ სანახაობას ქმნის შოტლანდიის მთები. აქ შეგხვდებათ იშვიათი ფაუნა:
ირმები, ველური კატა, ოქროსფერი არწივი.
შოტლანდია ცნობილია ტრადიციული კულტურით, რომელიც არაჩვეულებრივადაა
შერწყმული თანამედროვე კულტურასთან.
|