|
ენა: ესპანური
ვალუტა: ევრო, პესეტა
კანარიის კუნძულები ოთხ დიდ კუნძულს შეიცავს: ტენერიფეს,
გრან-კანარიას, ლანსაროტეს და ფუერტევენტურას.
ტენერიფე ყველაზე დიდი კუნძულია. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში გვხვდება ბანანას
პლანტაციები, ვენახები, ფიჭვნარი და იშვიათი მცენარეები. თვალისმომჭრელი
სილამაზისაა სანაპირო ზოლი, ბოტანიკური ბაღი, ეროვნული პარკი.
გრან-კანარია ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მჭიდროდ დასახლებული კუნძულია. ქალაქი
ლას-პალმასი ესპანეთის მნიშვნელოვანი პორტია. იგი გამოირჩევა არაჩვეულებრივი
სილამაზის სანაპირო ზოლით.
ლანსაროტე აფრიკის სანაპიროებიდან 100 კმ-ში მდებარეობს. აქ თბილი და მშრალი
კლიმატია.
ფუერტევენტურა გამოირჩევა ოქროსფერი ქვიშიანი სანაპირო ზოლით. აფრიკასთან
სიახლოვის გამო კლიმატი აქ მშრალია.
|