კურორტი საირმე - ბუნების საჩუქარი
კურორტი საირმე

სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლებით მდიდარი საბადოები, წიწვოვანი და
ფოთლოვანი ტყეები, მთის კლიმატი ეს ყველაფერი ერთად გვხვდება ბალნეოლოგიურ კურორტ
საირმეში, რაც მას მთელ ევროპაში გამოარჩევს და უნიკალურს ხდის.
კურორტი საირმე მიეკუთვნება იმერეთის რეგიონს-ბაღდათის მუნიციპალიტეტს.
მდებარეობს რაიონული ცენტრიდან სამხერთ-დასავლეთით 27 კმ-ის მანძილზე.
საირმის მინერალური წყლების საბადო განლაგებულია მდინარე ხანისწყლის ხეობაში,
ზღვისდონიდან 950 მ-ის სიმაღლეზე.
საშუალო წლიური ტემპერატურე +8,5 ºc აღწევს.
ზამთარი რბილია (იანვარში საშუალო ტემპერეტურა -1 ºC), მცირე თოვლიანი.
ზაფხული ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +18 ºC).
ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 75-85%-ის ფარგლებში მერყეობს.
კურორტის მცენარეული საფარი ძირითადად ფოთლოვანია (მუხა, წიფელი და სხვა)
გვხვდება წიწვოვანიც.
იმისთვის, რომ საირმეში დასვენება უფრო კომფორტული გახდეს, სასტუმროს მახლობლად
მოეწყო ე.წ. ბიუვეტები ადგილი, სადაც დამსვენებელმა მინერალური წყალი უნდა მიიღოს .
საირმეს მახლობლად ოთხი ასეთი ბიუვეტია მოწყობილი, სადაც მხოლოდ ღილაკზე თითის
დაჭერით, მინერალური წყალი ერთდოულად შეუძლია მიიღოს ათმა დამსვენებელმა.
აღსანიშნავია, რომ ბიუეტის დოზატორი საშუალებას გაძლევთ, სწორედ იმ რაოდენობის
წყალი ჩამოასხათ, რაც ექიმის დანიშნულებით არის განსაზღვრული.
დამსვენებელთა განკარგულებაში ორი ახალი სასტუმრო იქნება. ნომრების რაოდენობა
150-ია და 390 კაცზეა გათვლილი. სასტუმროს ყველა ნომერი აღჭურვილია: პლაზმური
ტელევიზორით, მინიბარით, სწრაფი ინეტრნეტით, ტელეფონი, საკაბელო ტელევიზით,
სახანძრო-საგანგაშო სისტემით, და თანამედროვე აქსესუარებით
სასტუმრო კომპლექსის გარდა, პროექტის ფარგლებში განახლდა ინფრასტრუქტურა,
მთლიანად შეიცვალა კომუნიკაციის სისტემა და სრულყოფილად მოეწყო მიმდებარე
ტერიტორია.
ახალი სასტუმრო `საირმე , რომელიც ე.წ. ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილას
აშენდა, 150 ნომრისგან შედგება და 390 დამსვენებელზეა გათვლილი
| ნომრები |
ივლისი-აგვისტო |
სექტერმბერი-ოქტომბერი |
| ერთადგილიანი |
100 ლარი |
90 ლარი |
| ორადგილიანი |
160 ლარი |
144 ლარი |
| სამადგილიანი |
200 ლარი |
180 ლარი |
ნომრის ღირებულებაში შედის: სამჯერადი კვება
შესაძლებელია ნომრის დაჯავშნა კვების გარეშეც.

შეკვეთა
|