ენა: თურქული (ინგლისური, გერმანული, ფრანგული)
ვალუტა: თურქული ლირა
დედაქალაქი: ანკარათურქეთი ევროპის და აზიის გასაყარზე მდებარეობს. გეოგრაფიული
მდებარეობის, არაჩვეულებრივი კლიმატის, ეგზოტიკური გარემოს და მრავალრიცხოვანი
ღირშესანიშნაობების წყალობით იგი უამრავ დამსვენებელს იზიდავს წლის
განმავლობაში.
ეგეოსის ზღვის სანაპირო თურქეთის ერთ-ერთი ულამაზესი საკურორტო ზოლია.
არაჩვეულებრივი ლანდშაფტი, ზეთისხილის ბაღები, ზურმუხტისფერი ზღვა თანამედროვე
კურორტებს უფრო მიმზიდველს ხდის. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ისტორიული ადგილები:
უძველესი ბერძნულ-რომაული პორტი ეფესი და ლეგენდარული ტროა. ცნობილი კურორტებია:
ბოდრუმი და კუშადასი.
ხმელთაშუაზღვის სანაპიროს ხშირად "თურქეთის ვენეციას" უწოდებენ, რაც
სასტუმროების სიმრავლითაც გამოიხატება. ცნობილი კურორტებია: კალკანი, ქემერი,
სიდე და სხვა.
მარმარისი და შავი ზღვა აქტიური დასვენების მოყვარულთ იზიდავს. აქ შეიძლება
მოინახულოთ სტამბულის ცნობილი ბაზარი, ხუროთმოძღვრების არაჩვეულერბრივი
ძეგლები: წმ. სოფიის ტაძარი, ცისფერი მეჩეთი და სხვა.
|
|