|
ენა: უნგრული
ვალუტა: უნგრული ფორინტი
დედაქალაქი: ბუდაპეშტი
უნგრეთი ყოველწლიურად უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. დედაქალაქი
ბუდაპეშტი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ცენტრია. მდინარე
დუნაი დედაქალაქს ორ ნაწილად ყოფს. ბუდაპეშტი განსაკუთრებით მდიდარია არქიტექტურული
ძეგლებით, ეთნოგრაფიული მუზეუმებით, საგამოფენო დარბაზებით.
ქვეყნის არქიტექტურულ სიმდიდრეს წარმოადგენს პარლამენტის შენობა, გოტიკური
ტაძრები, მეცნიერებათა აკადემია.
უნგრეთი ცნობილია სამკურნალო თერმული წყლებით, რომლებიც გამოირჩევა მაგნიუმის,
რადიუმის და კალცის შემცველობით. წყლის აბაზანები კურნავს რევმატიულ და
გულ-სიხლ-ძარღვთა დაავადებებს, ასეთი სამკურნალო ცენტრებით სასტუმროებშიც შეგიძლიათ
ისარგებლოთ.
დღეს ბუდაპეშტი ღირსეულად იკავებს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის
ადგილს.
|